ბათუმის დინამო თურქეთში დამარცხდა

06 თებ 2022

თურქეთში შეკრების  მეორე  ეტაპის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ‘’დინამო’’ ბათუმი ბელგრადის ‘’პარტიზანს’’ შეხვდა და ანგარიშით 1-3 დამარცხდა. ბათუმელთა მხრიდან ერთადერთი გოლი  ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი მოსამზადებელი  ეტაპის დარჩენილ შეხვედრებს, ყაზანის ‘’რუბინთან’’, ლვოვის ‘’ლვივთან’’ და ტალინის ‘’ლევადიასთან’’ გამართავს.