ქუჩების და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

05 თებ 2022

სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი ადამიანური რესურსი. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზის სავალი ნაწილი.

პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარებისა და სანიაღვრე ცხაურების მოწესრიგება. რეგულარულად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები.