ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია და რუსეთი ითამაშებენ

05 თებ 2022

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის და რუსეთის ნაკრებები ითამაშებენ.
ორივე ნახევარფინალურმა შეხვედრამ სტატუსი გაამართლა და დრამატულად წარიმართა.

პირველ ნახევარფინალში რუსეთმა მინიმალური სხვაობით 3-2 უკრაინას მოუგო. მატჩის ბოლო წუთზე უკრაინელებმა პენალტი ვერ გაიტანეს და შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანის შანსი გაუშვეს.

მეორე ნახევარფინალში კი პორტუგალიამ დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთს 3-2 აჯობა.

ესპანეთი 28 წუთის შემდეგ 2-0 ს იგებდა თუმცა პორტუგალიამ დარჩენილ 12 წუთში 3 გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

ფინალური მატჩი პორტუგალიასა და რუსეთს შორის 6 თებერვალს გაიმართება.