კოვიდის შემთხვევების გამო აჭარაში 35 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 

04 თებ 2022

4 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში 35 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დროებით დახურულია 19 სკოლა. მოსწავლეები სწავლას ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ. 

დისტანციურ სწავლებაზეა:

• ქობულეთში - 4;

• ხელვაჩაურში - 4;

• ქედაში - 5;

• შუახევში - 1;

• ხულოში კი -2 სკოლა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ​დისტანციურ სწავლებაზეა სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის 180-მდე კლასი. 

ინფიცირებულები არიან როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 თებერვლიდან 10-მდე სკოლაში სწავლა საკლასო სივრცეში გაგრძელდება.