სამადაშვილი “ლელოს” პოლიტიკური მდივანი გახდა

02 თებ 2022

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტიას - “ლელო საქართველოსთვის” შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, სალომე სამადაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.