სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო ჯგუფთან

02 თებ 2022

ბათუმის მერი  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკონსულტაციო ჯგუფს შეხვდა.  მათი ინფორმაციით, მესამე და მეოთხე ფაზების ფარგლებში დღემდე განხორციელდა  11 სამშენებლო კონტრაქტი.

მოეწყო წყალმომარაგების ქსელი და აშენდა  4 რეზერვუარი, მათ შორის  ჩაქვში,  მახინჯაურსა  და გონიოში. 

ჩაქვის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოემსახურება 1 080 ადამიანს. აშენდა სანიაღვრე სატუმბო სადგური. უწყებაში ამბობენ, რომ გასულ წელს დასრულდა საქართველო - გერმანიას  შორის  ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში - წყალმომარაგების, წყალარინებისა და და სანიაღვრე  არხების მოწყობის სამუშაოები.