კოვიდის შემთხვევების გამო აჭარაში 27 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 

01 თებ 2022

პირველი თებერვლის მონაცემებით, კოვიდის შემთხვევების გამო აჭარაში 27 სკოლა დროებით დაიხურა, მოსწავლეები სწავლას ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დაიხურა 8 საჯარო და 8 კერძო სკოლა. 

ბათუმის №1, №2, №3, №8, №9, №15, №18, №28 საჯარო სკოლები, ასევე ''ევრო 2000'', სკოლა-ლიცეუმი ''მასტერკლასი'', ქართულ-ამერიკული სკოლა, შპს ''განათლება'', ''ელიტური სკოლა'', "გორდა", კავკასიის ბიზნეს სკოლა, შპს ''ლედა'', შპს ''თაობა''. 

ქობულეთში - 4;

ხელვაჩაურში - 3;

ქედაში - 4;

ინფიცირებულები არიან, როგორც პედაგოგები ასევე მოსწავლეები. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვები ვირუსის გადამტანები არიან და ეს საერთო მაჩვენებელზეც აისახა. რუსუდან შავიშვილის თქმით, აჭარაში დახურულია 8 საბავშვო ბაღი. 

მისივე განმარტებით, სკოლებისა და ბაღების საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას. 

დღეს აჭარაში კოვიდის 2 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა.