''ლელოს'' და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა

31 იან 2022

ფრაქცია ,,ლელო ‘’ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.  დახურულ შეხვედრაზე ისაუბრებენ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, გავრცელებული ვიდეო კადრების შესახებ. 

არასამთავრობო სექტორი კითხვის ნიშნებს ხედავს მაშინ , როდესაც  მსგავს ფაქტებს  უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აღნიშნული უწყება კი უქმდება, რაც აჩენს ეჭვს , რომ  მოძალადე  პირებს ხელისუფლება მფარველობს.