საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე

30 იან 2022

ზამთრის 24-ე  ოლიმპიურ  თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4  თებერვლიდან უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტსმენები სპორტის 3 სახეობაში  იასპარეზებენ. ესენი ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და  ციგაობა. ზამთრის ოლიმპიადაზე ქვეყანას  9 სპორტსმენი წარადგენს. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია - 4 თებერვალს თბილისის დროით  16:0 0 საათზე დაიწყება. ოლიმპიადა კი 20 თებერვალს დაიხურება.