ეპიდვითარება სკოლებს დახურვით ემუქრება

30 იან 2022

კორონავირუსის მასიური გავრცელების და პედაგოგთა დაინფიცირების გამო ხვალიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის მეორე საჯარო სკოლა. ბოლო მონაცემებით აჭარაში 2 სკოლა და 47 ცალკეული კლასია ონლაინ რეჟიმზე, თუმცა გაანხლებულ მონაცემებს  აჭარის განათლების სამინისტრო ხვალ დილიდან გაავრცელებს. რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას - ისევ მზარდია,  გამოვლენილი 17 ათას 265  შემთხვევიდან აჭარაზე 1 913  მოდის.