იურიდიულმა კომიტეტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია

28 იან 2022

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.

კალანდარიშვილი ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელია. მას თავის დროზე ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა, რის გამოც პოსტზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნა. 

ასევე იურიდიულმა კომიტეტმა ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე რეკომენდაცია გაუწია მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს.

საბოლოოდ საკითხი კენჭისყრაზე პლენალურ სხდომაზე უნდა დადგეს.