შოთა არველაძე ინგლისური "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი გახდა

27 იან 2022

48 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდს "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

ინგლისურმა კლუბმა არველაძეს 2.5-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. გუნმა ჩემპიონშიპის 27 ტურში 29 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციაზეა.  

არველაძის ახალი კლუბი ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, შინ "სუონსისთან" გამართავს. 

შოთა არველაძე 2010 წლიდან მოყოლებული მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თურქულ კაისერისპორში, კასიმპაშაშიტრაბონზოსპორში, თელ ავივის "მაკაბში" და ტაშკენტის "პახტაკორსში" მუშაობდა.