აჭარაში კორონავირუსის 2 255 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

27 იან 2022

აჭარაში კორონავირუსის 2 255 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსისგან კლინიკურად გამოჯანმრთელდა 641 პაციენტი, გარდაიცვალა 2.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 670 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული 650, ონლაინ კლინიკებში იმართება 5218 პაციენტი.