საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ზე მეორე შეხვედრაც მოიგო

26 იან 2022

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპონატზე მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ის მეორე ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას ეროვნული ნაკრები 2-1 დაამარცხა.

მე-7 წუთზე ანგარიში კაჰვეჯიჩი გახსნა და ბოსნია-ჰერცეგოვნა დააწინაურა. პირველი ტაიმი მეტოქემ მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო.

მეორე ნახევარში 25-ე წუთზე ბოსნიელთა შეცდომის შედეგად ანგარიში თალესმა გაათანაბრა. 3 წუთში კი კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ბრუნო პეტრიმ საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ორი ჩატარებული შეხვდრის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდი 6 ქულას აგროვებს და ცხრილის სათავეში იმყოფება.

დღეს 23:30 საათზე ჩვენი ჯგუფის ერთი თამაში გაიმართება, სადაც ესპანეთი აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუ ამ მატჩში ესპანელები არ წააგებენ საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავა.

მესამე ტურში საქართველო 29 იანვარს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.