მარიამ ბოლქვაძე ბრიტანეთის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა

25 იან 2022

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანეთის ლაფბოროს საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალშია.

24 წლის ბოლქვაძე ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი და იტალიელი დებორა კიეზა ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხა.

ქართველის და იტალიელის დაპირისპირება საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. მერვედფინალში მარიამის მეტოქე მსოფლიოს 501-ე ჩოგანი ტაივანელი იოანა გარლანდი იქნება.

ლაფბოროსის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია.

ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს. მარიამი ხორვატ იანა ფეტთან ერთად გამოვა. ქართულ-ხორვატულ დუეტს 26 იანვარს პირველ წრეში მასპინძლები - ანა პოპესკუ და ნადია რაუსონი გაუწევენ მეტოქეობას.

ამ დროისთვის მარიამ ბოლქვაძე მსოფლიო ქალთა ერთეულთა რეიტინგში 178-ე ადგილზე იმყოფება.