„ომიკრონმა“ შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს - ჰანს კლუგე

24 იან 2022

ომიკრონმაკორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში შესაძლოა, პანდემია დაასრულოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაინფიცირების მაჩვენებლის ამჟამინდელი ტემპი, გლობალური იმუნიტეტის წყალობით შემცირდება.

„ველოდებით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი. „კოვიდ-19“ წლის ბოლომდე შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დაბრუნდება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.