23 იან 2022
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.
ისტორიულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი ელისანდრო გახდა.
ჩვენი გუნდიდან მეორე გოლი არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზეა, გამარჯვების გოლი კი პენალტით ფეიტოსამ მიითვალა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, 26 იანვარს ჩაატარებს.