“ის-არი” – ირაკლი ადეიშვილის პერსონალური გამოფენა

16 დეკ 2016

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ირაკლი ადეიშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “ისარი” გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, ვიდეო - აუდიო პროექცია, სკულპტურები და 3 დე ინსტალაციები. ირაკლი ადეიშვილი ბათუმის ქუჩებში სტენსილებს წარწერით „ისარი“-1 წლის წინ აკეთებდა. გამოფენა სივრცეში 10 იანვრამდე დარჩება.