სოლიდარობა უკრაინას - აქცია ბათუმში

22 იან 2022

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და  ხელისუფლებას უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 

მათი თქმით, საქართველოს პოზიცია უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რადგან  საქართველოს სუვერენიტეტის მომავალი დღეს  უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან პირდაპირ კავშირშია.