ტოჩინოშინი იანვრის ბაშოს ბოლო დღეს მოგების შემთხვევაში დადებით ბალანსს დააფიქსირებს

22 იან 2022

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველ სუპერტურნირზე 34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

მე-14 დღეს ქართველის მეტოქე მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იყო, უვატენაგეს ილეთი დაამარცხა.
დასკვნითი დღის წინ ჰარუ ბაშოზე ლევანს თანაბარი ბალანსი 7 მოგება და 7 წაგება აქვს.

იანვრის სუპერტურნირის ბოლო დღეს გადაწყდება ტოჩინოშინი დადებითი  თუ უარყოფითი ბალანსით დაასრულებს.

​მე-15 დღეს ლევანი დასავლეთის მეორე მაეგაშირას იჩინოჯოს დაუპირისპირდება, რომელსაც  გორგაძის მსგავსად 7 მოგება და 7 წაგება აქვს.