დღეს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება

22 იან 2022

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სადებიუტო ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს.

ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით, გუნდმა მიზანს მიაღწია  და კონტინენტის 16 საუკეთესოს შორის მოხვდა.

D ჯგუფში პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანთან დღეს გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში დაიწყება.

უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდიდან ცნობილია, რომ მატჩის პირველ მსაჯად სედრიკ პელისიე (საფრანგეთი) დაინიშნა, მეორედ – დანიელ მატკოვიჩი (შვეიცარია), ხოლო მესამედ – ნიკოლა იელიჩი (ხორვატია).

შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მოუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

საქართველოს ნაკრებთან ჯგუფში აზერბაიჯანის გარდა ბოსნია-ჰერცეგოვინასა (26 იანვარი) და ესპანეთის (29 იანვარი) ეროვნული ნაკრებები არიან.