''ბათუმმა'' ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

21 იან 2022

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა  ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ''ბათუმმა'' 43 ქულიანი სხვაობით 104-61 ''მგზავრები'' დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ბათუმელთა კალათბურთელმა ბექა ბექაურმა. მის ანგარიშზე არასრულ 26 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 3 გადაცემა  იყო.

20 წუთში 20 ქულა , 6 მოხსნა და 3 გადაცემა ლევან ელიაძემ მიითვალა.
ამ დროისთვის ''დ'' ჯგუფს 2 ქულით სწორედ ''ბათუმი'' ლიდერობს.

ჯგუფში მომდევნო შეხვედრა შავიზღვისპირელებს ხვალ 22 იანვარს  დღის 12:00 საათზე ''ოლიმპთან'' ელოდება.

ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ''ბათუმი'' ნახევარფინალში გასვლას მოახერხებს.