20 იან 2022
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2022“ ეცნობიან, სადაც დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს.
წელს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ასზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე კომპანია და ტურისტული სააგენტოა წარმოდგენილი.
''გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ მედიის, სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთანამშრომლობასა და აჭარის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს'' - აცხადებე ტურიზმის დეპარტამენტში.
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 19 იანვარს გაიხსნა და 23 იანვარს დასრულდება.