აჭარაში ხვალ გამოიდარებს

20 იან 2022

აჭარაში დღეს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლი და ქარბუქი, ტემპერატურა სანაპირო ზოლში 0, +2 გრადუსი იქნება, მთაში -3, -5, მაღალმთაში კი  -7, -9 გრადუსი.

ინტენსიური თოვა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გადმონაცვლებული ცივი ჰაერის მასებითაა განპირობებული.

გზებზე გადაადგილებისას იყავით ფრთხილად. საფეხმავლო ბილიკებზე მოძრაობის დროს შენობებიდან თოვლცვენის მაღალი ალბათობის გამო, იარეთ ტროტუარებიდან მოშორებით.

აჭარაში ხვალ გამოიდარებს.