აშშ-ის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება

20 იან 2022

აშშ-ს ელჩი საქართველოში  პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა.

ამასთან, კელი დეგნანი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძესაც შეხვდება.

დიპლომატმა მედიასთან აუდიენციის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა.