აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

19 იან 2022

უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს უფლება აქვთ, აირჩიონ საუკეთესო მომავალი თავიანთი ხალხისთვის, მათ შორის მუშაობითა და სწრაფვით გახდნენ ევროატლანტიკური თანამეგობრობისა და ნატო-ს წევრები- განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ეკუთვნის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა მოითხოვს ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და  ადამიანის უფლებების პატივისცემას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი  რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზეც საუბრობს, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები  უპირატესობას სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ანიჭებს.