COVID-19-ის მართვაში ჩართულ ონლაინ კლინიკას ექიმები და ოპერატორები ემატება

19 იან 2022

Сovid-19-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“ 60 სპეციალისტი, მათ შორის 30 ექიმი და  30 ოპერატორი ემატება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 60-დან 100-მდე იზრდება დისტანციურ მართვაში ჩართული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვიც.