დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს

18 იან 2022

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღე­სას­წა­ულთან დაკავშირებით ტაძრებში წირ­ვა-ლოც­ვა აღესრულება.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ სა­უფ­ლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება.

ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს განცხადდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება - დიდი აიაზმა სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

აჭარაში, დღესასწაულს ტრადიციულად ზღვაში განბანვის რიტუალით შეხვდნენ. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ღამით ზღვაში შთაფლვა ორგანიზებულად არ განხორციელებულა.