ნათლისღება, ნათლობა და შთაფვლა ბათუმში

19 იან 2022

ქრისტიანებისთვის ნათლისღება ერთ-ერთი დიდი საიდუმლოება და დღესასწაულია.  

საეკლესიო სწავლებით, ნათლობით იწყება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, რადგან მონათლული ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება.

ნათლია-მირონობის ტრადიცია კი საუკუნეებია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს ადამიანებისთვის.

ტაძრებში იკურთხა წყალი დიდი აიაზმა,რომელიც ქრისტიანების რწმენით უხრწნელ თვისებას იძენს.

მორწმუნეები მას ავადმყოფობის დროს ან ყოველდღიურად იღებენ და სახლში ასხურებენ.