სოციალური აგენტების გაფიცვა

18 იან 2022

"ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს”, ჩვენ არ ვართ მონები”-  სოციალური აგენტების მთავარი გზავნილი საპროტესტო აქციაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს. 

სოციალური პროტესტი  ქვეყანაში მეორე დღეა არ წყდება. მათთვის სამინისტროს მხრიდან ხელფასების 60%-ით გაზრდა არასაკმარისია, ასევე  მთავარი მოთხოვნაა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა.

მორიგ საპროტესტო აქციას მთავრობის კანცელარიასთან  20 იანვრისთვის აანონსებენ.