დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები აჭარაში

17 იან 2022

თოვლი, ზღვაზე შტორმი, გზებზე ლიპყინული. ძირითადად ასეთი იქნება  მეტეოროლოგიური პირობები ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ღამით. მესამე დღეა დასავლეთ საქართველოში თოვს.

განსაკუთრებით უხვი ნალექი მაღალმთიან აჭარაში მოვიდა. 2 მეტრს მიღწეულმა თოვლის საფარმა, ბუნებრივია, შექმნა პრობლემები. გართულდა გადაადგილება, ძლიერმა ნალექმა ელექტროსადენები დააზიანა,რის გამოც სოფლების ნაწილში დენი გაითიშა. დახმარების მისაღებად ცხელ ხაზზე არაერთი ზარი შედის.

ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი - თეთრად შემოსილ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში თოვლი მხოლოდ 2 დღით შეწყდება, როგორც ამას სინოპტიკოსები ამბობენ.