ხანძარი ''ოცნების ქალაქში“

16 იან 2022

ხანძარი ხელვაჩაურში - ცეცხლი ე.წ. ოცნების ქალაქში ორსართულიან შენობაში ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა.

შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.ადგილობრივების თქმით, იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება დროულად მოახერხეს.