შტორმი აჭარაში - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

16 იან 2022

დილიდან გადაუღებლად თოვს ბათუმშიც.  გუშინ შტორმის  შედეგად დაზიანდა,   სანაპირო  ინფრასტრუქტურა,  სასეირნო ბილიკზე ამოტანილია ქვა-ღორღი.

დანგრეულია პლაჟზე არსებული საშხაპეები და სხვა ნაგებობები. დაზიანდა რამდენიმე კომერციული ობიექტი. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ინფრასტრუქტურის აღდგენას გამოდარების შემდეგ აპირებენ.