საუკეთესო სპორტსმენები არაოლიმპიურ სახეობებში

16 იან 2022

სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად სპორტული მედიაკავშირი JAKO-ს საიუბილეო საღამოს შედგა. 

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა.

გამარჯვებულები მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.ტრადიციული დაჯილდოებისგან განსხვავებით, წლევანდელ ცერემონიაზე, დაჯილდოვდნენ პარასპორტსმენები და სამხედრო მოსამსახურეები.