ომიკრონი საქართველოში დომინანტი შტამია

15 იან 2022

ბოლო დღე-ღამეში 89-ით გაიზარდა „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში. ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია 1 185 შემთხვევა, მათ შორის 231-აჭარაში.

სპეციალისტები ამბობენ, რომ   ახალი შტამი მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდება თუმცა მათი თქმით ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჯანდაცვის სფეროს მთავარი რეკომენდაცია კვლავ პირბადის ტარება და იმუნიზაციაა.