ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

15 იან 2022

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ტაჯიკეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად უკვე სამი დღეა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება . უახლოესი შეხვედრებისთვის გუნდი 17 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.