მაღალმთიანეთში საგანგებო შტაბი და ცხელი ხაზი ამოქმედდა

14 იან 2022

მოსალოდნელ დიდთოვლობასთან დაკავშირებით  მაღალმთიან აჭარაში  საგანგებოდ შექმნილი შტაბი წელსაც  ფუნქციონირებს, რომელიც დაკომპლექტებულია საგზაოს, ენერგო-პროჯორჯიას, სამაშველოსა და  სასწრაფო დახმარების  თანამშრომლებით.   

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების დროს მოქალაქეებს  სწორედ საგანგებო შტაბის ცხელ ხაზზე შეუძლიათ დაკავშირება ნომერზე  551-00-52-72.  მერიაში განმარტეს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში შეფერხებები არ არის.  

 კურორტ გოდერძისკენ დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით გადაადგილება.