აჭარაში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

14 იან 2022

აჭარაში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კლინიკურად გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი, გარდაიცვალა 3.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 596 პაციენტი, მძიმეა 128-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 45.

რეგიონის მასშტაბით კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 539 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა - 587, იმერეთი - 434, ქვემო ქართლი - 159, შიდა ქართლი - 254, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.