სკოლების რეაბილიტაცია მაღალმთიან აჭარაში

13 იან 2022

ხულოს სოფელ განახლებაში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული.

ამ ეტაპზე ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. შუახევში კი მოსწავლე - ახალგაზრდობის და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა მთავრდება. მოეწყობა სააქტო დარბაზი და სახელოვნებო სკოლა.