ვახო ხუზმიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - გადაცემა "თავისუფალი სივრცე'' 17 იანვარს ეთერში არ გავა

13 იან 2022

გადაცემა "თავისუფალი სივრცის" ავტორს და წამყვანს, ვახო ხუზმიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აღნიშნულის გამო, 17 იანვარს გადაცემა ეთერში ვერ გავა. ჟურნალისტი, ვახო ხუზმიაშვილი გადაცემას გამოჯანმრთელებისთანავე დაუბრუნდება.