მედეას ძეგლის რეაბილიტაცია

13 იან 2022

ევროპის მოედანზე მედეას ძეგლის რეაბილიტაცია ისევ გრძელდება.  პროექტის მიხედვით იცვლება კვარცხლბეკის დაზიანებული ფილები, რესტავრაცია უტარდება ქანდაკების ელემენტებსაც.  

უკვე დასრულდა ქანდაკებასა და სვეტზე განთავსებული ბრინჯაოს ელემენტების გაწმენდა-დამუშავების სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 469 ათას ლარს აღემატება.  ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.