მოსწავლეებს შეუძლიათ სკოლებში დისტანციური სწავლების ფორმა აირჩიონ - სამინისტრო 

13 იან 2022

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი დასწრებით და დისტანციური სწავლებას  შორის.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა შემდეგი ორშაბათიდან, 17 იანვრიდან განახლდება.