კორპუსის ნგრევა საყრდენის ნგრევამ გამოიწვია

12 იან 2022

ვინ არის პასუხისმგებელი ბათუმში მომხდარ 8 ოქტომბრის ტრაგედიაზე. საქმეზე დაკავებულები დღეს სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე არსებული ფართის მეპატრონე და 2 მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. სასამართლო პროცესს პირადად ადევნებდნენ თვალს  26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების ახლობლები.

ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ საყრდენი კედლები არ მოუშლიათ, რასაც შეიძლება ნგრევა გამოეწვია, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მცირეწლოვნების.

მზიდი კედლების მოშლას და ბუნებრივია, მისგან გამოწვეულ ნგრევას განიხილავს ბრალდების მხარე, ასევე იმას, რომ კედლებზე შეხების შემდეგ მათ არავინ გაუფრთხილებიათ, რათა საფრთხე ყოფილიყო არიდებული.