ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - პოლიტიკური შეფასებები

12 იან 2022

,,ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა“ - მოსამართლე გიორგი არევაძის დღევანდელ ვერდიქტს ასე პოლიტიკოსები აფასებენ.

პირველი განცხადებები ,,ლელოს“ ოფისშივე გაკეთდა, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძის სოლიდარობის ნიშნად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ და გადაწყვეტილებას ბრალდებულებთან ერთად  ელოდებოდნენ.  

ხელისუფლების ოპონენტები  ისევ საქმის პოლიტიკურ მოტივებს უსვამენ ხაზს, რაზეც მმართველ გუნდში  ფიქრობენ, რომ საფუძველს მოკლებულია ამგვარი სპეკულაციები.