საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

11 იან 2022

ომიკრონის ელვისებურ გავრცელებას ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ მაშინ პროგნოზირებდნენ, როცა საქართველოში ახალი შტამი არ იყო დაფიქსირებული. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ყოველდღიურად უარესდება. 10%-მდეა გაზრდილი დადებითობის მაჩვენებელი.

საყურადღებოა კოვიდ სტატისტიკა დღესაც საქართველოში. კიდევ 46 გარდაცვლილი გვყავს და 5 486 ახალი ინფიცირებული.

აჭარაში კი 600-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დილიდან იმსჯელეს ეპიდვითარებაზე.