15 დეკ 2016
ბათუმსა და ხელვაჩაურში 25 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც. იმ საჯარო სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზეა დღეს დილით მოსწავლეები დაითხოვეს. სოკარ ჯორჯიას ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ ღამის საათებში შექმნილი ავარიული მდგომარეობა გახდა.