საქართველოში „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული

11 იან 2022

11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 951 შემთხვევაა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.