საქართველოში კორონავირუსის 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

11 იან 2022

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2893 პირი.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 57 546 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 284, „პისიარ“ ტესტით – 18 262.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,1%, ბოლო 7 დღის – 9,63%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა - 569, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 205, შიდა ქართლი - 282, გურია - 145, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 968 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 916 421 გამოჯანმრთელდა, 14 264 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 565 599 აცრა, დღიურად აცრილია 10 881.