საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის გამოცდა 10 თებერვალს ჩატარდება

11 იან 2022

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები გამოცდას 10 თებერვალს ჩააბარებენ.

"სტუდენტები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება. დეტალური ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის თაობაზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირბადე, სურვილის შემთხვევაში - წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით"- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.