ავიარეისი ყაზახეთის მიმართულებით

10 იან 2022

რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ ნაწილობრივ აღდგენილია ავიარეისები ყაზახეთის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან  სამგზავრო თვითმფრინავი აქტობეში გაფრინდა. დღესვე დაგეგმილია კიდევ ერთი რეისის შესრულება.  

ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში ყაზახეთიდან გუშინ   4 თვითმფრინავი დაეშვა. ყაზახეთიდან ჩამოსულების ინფორმაციით, ქვეყანაში  სიტუაცია სტაბილური ხდება, ამ დრომდე არ აღდგენილა ინტერნეტთან წვდომა.